Tuesday, June 5, 2012

ძალადობა ბავშვებზე

ძალადობა, ეს არის კონტროლისა და დათრგუნვის საშუალება, რომელიც ემოციურ, ფიზიურ, სექსუალურ, სოციალურ ზიანს მოიცავს. ძალადობის დროს ითრგუნება ადამიანის ნება, ილახება მისი ღირსება და თავისუფლება.
ბავშვთა ძალადობის სხვადასხვა ფორმები არსებობს, მაგალითად როგორიცაა ფიზიკური, სოციალური, სიტყვიერი, სექსუალური და . ცემა, წამება, მუქარა, დაშინება, დაცინვა, სხეულით ვაჭრობის იძულება, ინცესტი, ბავშვის განვითარებისთვის აუცილებელი საჭიროებების დაუკმაყოფილებლობა მშობელთა მხრიდანეს ყველაფერი ძალადობის სახეებია, რომლებიც ბავშვებზე ხშირად ხორციელდება და რაოდენ საშინელიც არ უნდა იყოს, საკუთარ ოჯახებშიც კი.
ბავშვები ხშირად ხდებიან ალკოჰოლიკი, ნარკომანი, ფსიქიკურად გაუწონასწორებელი მშობლების ძალადობის მსხვერპლნი. სპეციალისტთა მტკიცებით, ბავშვთა მიმართ ოჯახის მხრიდან ამგვარი ძალადობები უკვალოდ არ ქრება და ხშირად შედეგად ვიღებთ მათ სკოლანდელ ასაკში სიკვდილს, აგრესიულობას, კომფლიქტებს, მომავლის შიშს, იზიანებენ თავს, უქვეითდებათ მეხსიერება, ადაპტაცია, ყურადღება. ხშირია ფსიქიკური და ფიზიკური ჯამრთელობის პრობლემები, სახლიდან გაქცევის ფაქტები, ხდებიან ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მომხმარებლები, ეხვევიან კრიმინალურ გარემოცვაში და თავადაც ხდებიან მოძალადენი.
საქართველოს და ესტონეთის არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ერთობლივად ჩაატარეს კვლევასაქართველოში ადმინისტრაციული შესაძლებლობების გაუმჯობესება ოჯახურ ძალადობის აცილებასა და ქალების დახმარებისათვის”, რომელიც ეხებოდა ოჯახურ ძალადობასა და ძალადობას ბავშვებზე. გამოკითხულ პედეატრთა 47%-ის შეფასებით საქართველოში, ოჯახში, მიღებულია ბავშვის მსუბუქად ფიზიკური დასჯა, ცემა, როზგი, თმით თრევა და . 15%- შეხება ჰქონია ფიზიკური და სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვებთან, იგივე რაოდენობის პედიატრებს კი ბავშვების მშობლების მხრიდან უცხოეთში გაშვილების ფაქტებთან. გინეკოლოგთა 9%- პრაქტიკაში შეხვედრია ბავშვები, რომლებიც ოჯახში სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი გამხდარან. გოგონები, რომლებიც პედოფილიის მსხვერპლნი არიან, ყოველ მეათე გინეკოლოგს ჰქონია შემთხვევა.
თბილისის ქუჩებში ალბად ბევრი შეხვედრია 22-25 წლოს გოგონას, ყოველთვის ძალიან მოწესრიგებულსა დაგამოპრანჭულს”, რომელიც ყოველთვის საკუთარ თავს ესაუბრება, ხშირად აგრესიულია, ყვირის, ტირის, გაურკვეველი შინაარსის სიტყვებს გამოსცემ. მისი ასეთი მდგომარეობის მიზეზი თითქმის არავინ იცის, ეს მხოლოდ ოჯახის წევრებისა და მეზობლებისთვისაა ცნობილი. ის საკუთარმა, ალკოჰოლიკმა მამამ გააუპატიურა 12 წლის ასაკში, ამ დროს სამსახურიდან დაბრუნებულმა დედამ შეუსწრო და ამ ფაქტის მომსწრემ საკუთარ ქმარს, იქვე მაგიდაზე ნაპოვნი, დანა ჩაარტყა და თითონაც თავი მოიკლა. ამის შემდეგ ნინოს ფსიქიკა სრულიად დაუზიანდა, ხანგრძლივმა მკურნალობამ და ფსიქოლოგების დიდმა მონდომებამ შედეგი ვერ გამოღო. სპეციალისტთა თქმით, ძნელი და თითქმის შეუძლებელია ასეთი სტრეს-გადატანილი ბავშვების განკურნება, ამიტომ ასეთი ფაქტების მოხდენამდეა საჭირო ყველა ძალითა და საშუალებით ბრძოლა ამგვარი და სხვა სახის ძალადობების წინააღმდეგ.
საქართველოს პედეატრთა 44%-ის აზრით, მოსალოდნელი ძალადობისაგან ბავშვთა დაცვისათვის, აუცილებელია რეგულარული სამედიცინო კონტროლი, 62%-ის შეფასებით, კი სახელმწიფომ გაცილებით მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს ბრძოლას, ბავშვებზე სხვადასხვა სახის ძალის გამოყენების წინააღმდე. ქვეყანაში კი ჯერჯერობით არ არსებობს რეალური საშუალებები ასეთი ფაქტების თავიდან ასაცილებლად.